თექვსმეტი წლის ქალის ალბომში

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
თექვსმეტი წლის ქალის ალბომში
ავტორი: სოლომონ რაზმაძე
1849


ერიდე სოფლის ამოებასა,
მას შინა, ტურფავ, ახლად მოსულო,
ერიდე სოფლის მოთნეობასა,
უმანკოვ ტრედო, უმანკოვ სულო.
ოდეს ანაზდად სვემან მრუდემან
მოგბეროს რისხვით ურვის ღრუბელი,
მაშინ ზენაით ნუგეშის მცემმან
მყის მოგივლინოს მცველად ანგელი.

წელსა 1849-სა.
პენზა