თელავის ნაკერჩხალი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
თელავის ნაკერჩხალი
ავტორი: გიორგი ლეონიძე


ბერო და აბეჩხარო,
თელავის ნაკერჩხალო!
საით მიერეკები
გრძელ ფიქრების ქა რავნებს,
ათასწლეულ ტოტებზე
რა სევდას აქანავებ?
თავს უხრიდი არავის,
ყმად არავის ეახელ,
შენ ფატრავდი ქარიშხალს,
შენ ამსხვრევდი ნიაღვრებს.
ხომ არც ერთხელ არ მოტყდი,
მიწაზე არ იცოცე...
რა სევდას აქანავებ
მთელი შენი სიცოცხლე?..

რესურსები ინტერნეტში[edit]

მამარდაშვილის ციფრული ბიბლიოთეკა