თეთრი ფიქრებიდან

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
თეთრი ფიქრებიდან
ავტორი: ტერენტი გრანელი


რა უიმედო საღამო დგება,
ისევ საოცარ იღბალს მივყევარ.
სად არის მამა, სად არის დედა,
რომ ჩემი გული ასე ირღვევა.

სულს ნისლიანი ქაოსი ფარავს,
დგება სიჩუმე, როგორც კარავი.
ვიღაც კითხულობს შორეულ ბარათს,
ვიღაცა კვდება, ვიღაც არ არის.

რესურსები ინტერნეტში[edit]