თედო სახოკიასადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
თედო სახოკიასადმი
ავტორი: ვასილ ბარნოვი


(პირადი წერილები)

ძმაო თედო!

თუ მოგეპოვება, მათხოვე ორიოდე დღით ან ასი თუმანი, ან ორასი, ძალიან არ მაქვს.

შ.ძ. ვასილ ბარნოვი.

1920 წ.ივლისის 27-ს

ძ. თედო

ნინოს შავი სახადი შეხვდა.

ძალიან მძიმედ არის. სწამლობენ ახვლედიანი, ხამპირა, კალანდაძე, ბალარჯევი. ექვს საათზედ ზეწრებში შეხვევას უპირობენ. ვერაფერი შეგატყობინე. არ მეცალა. აღარც შენ გვიკითხე. მაშინ რომ ციება მეგონა, სახადი ყოფილიყო. ამოიარე!

შ. ვასილი

1922 27 /V

ძ. თედო

აი გიტოვებ ვექსელს: ხელი მოაწერე; პართენმა უბრძანა, ის ვალი კიდევ სამი თვით მადროვონ. ხვალ შევიტან ამ თამასუქს და...შიო შემხვდა ,,წერა-კითხვაში” და მითხრა: თედომ ჩემსას შემოიაროსო.

შენი ძ. ვასო ბარნოვი

1 თებერ.

ძ. თედო!

მწერალთა კავშირმა აღმითქვა შველა ბინის თაობაზედ; დღეს არსად იყო სამუშაო, ვერც იაშვილი ვიპოვეთ პავლო, და იქაურმა სეკრეტარმა მითხრა ხვალ ვაცნობებო, რომ შენი ბინა შეუხებელიაო, ტელეფონოგრამით ვეტყვიო: 1 კომისარიატის საბინაო კომიტეტს; პოლიციის სამმართველოს, ქალაქის სამმართველოს და უმთავრეს სამეულის საბინაო კომიტეტსა; მე მოგცემო ახალ დამცველ ქაღალდს. ესეთი უფლებები მოუციათ ჩვენთვის: დეკრეტით საქალაქო ცენტრალურ რევკომისა #38; ინსტრუქცია საბინაო განყოფილებისა შინაურ საქმეთა სამინისტროსაგან 13 მაისს. ეხლა ეს აცნობე, განაცვა, მასწავლებელთა კავშირს და იმანაც ხვალ მიიღოს ან ესეთი ან სხვა ზომები, თორემ ყველას შეგვეხებიან, თუ გაუმარჯვდათ. ძალიან კარგი იქნება, თუ რევკომის თუნდ სეკრეტარი აცნობებს, რომ შეიცადონ. ნუ ჩამისახლებენ, სანამ გამოირკვეს საქმე მე დღეს ვირბინე ამაზედ და ხვალაც დილიდანვე შევუდგები. მოტეხილს მოსტეხიანო...