თანდათან მიდის ეს დრო წვალების

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
თანდათან მიდის ეს დრო წვალების
ავტორი: ტერენტი გრანელი


თანდათან მიდის ეს დრო წვალების,
ადამიანი ღონდება ასე.
მივდივარ ახლა მე გამალებით,
მივდივარ ისევ სიცოცხლით სავსე.

და ელავს შუქი ჩემი თვალების,
და ვიწყებ წერას საკუთარ თავზე.
მივდივარ ახლა მე გამალებით,
მივდივარ ისევ სიცოცხლით სავსე.

რესურსები ინტერნეტში[edit]