Jump to content

ვხედავ ამგვარ ცას და მყუდრო ბინას

From Wikisource
ვხედავ ამგვარ ცას და მყუდრო ბინას
ავტორი: ტერენტი გრანელი


ვხედავ ამგვარ ცას და მყუდრო ბინას,
და ვატყობ - თავო, რომ იღუპები.
ალბათ საღამოს დაიწყებს წვიმას,
ზღვისკენ მიდიან შავი ღრუბლები.


ისევ ფიქრია, ისევ მარტო ვარ
და მივსდევ გრიგალს, დღეების მხლებელს.
მე ვსტირი ქვეყნის უკუღმართობას
და ჩემს დაღუპვას აუცილებელს.


ეს დღე და ღამე მუდამ ორია,
და ქრისტე ყვავილს ისვრის მთვარიდან.
და ჩემი გული დღეს როგორია,
და მე რას ვეძებ, და მე რა მინდა.

რესურსები ინტერნეტში

[edit]