ვიცი, ეს ფიქრი სხვასთან არ მივა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ვიცი, ეს ფიქრი სხვასთან არ მივა
ავტორი: ტერენტი გრანელი


ვიცი, ეს ფიქრი სხვასთან არ მივა,
და ვიცი, ახლა ხშირად მახსენებ.
შენ ჩამოგშორდი და მე მკვდარი ვარ,
ძვირფასო, მოდი და გამასვენე.

მოდის ცხოვრება - კორიანტელი,
ნუთუ შენ მაინც არ გამახარებ.
ჩემს წინ გაჩერდი, როგორც სანთელი
და გულზე მიწა შენ დამაყარე.

ვიცი, ეს ფიქრი სხვასთან არ მივა,
და ვიცი, ახლა ხშირად მახსენებ.
შენ ჩამოგშორდი და მე მკვდარი ვარ,
ძვირფასო, მოდი და გამასვენე.

რესურსები ინტერნეტში[edit]