ვედრება (ტერენტი გრანელის მეორე ლექსი)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ვედრება (ტერენტი გრანელის მეორე ლექსი
ავტორი: ტერენტი გრანელი


დიდ ღმერთს
ვედრება ჩემი,
ვედრება სხვისი,
ვედრება - ცრემლი,
ვედრება - ნისლი.

ვედრება ნელი,
ვედრება წყნარი,
ვედრება - ხელი,
ვედრება - ქარი.

ვედრება - ცრემლი,
ვედრება - ნისლი,
ვედრება ჩემი,
ვედრება სხვისი.