Jump to content

ვარ ასეთი, ვარ ყოველთვის კენტი

From Wikisource
ვარ ასეთი, ვარ ყოველთვის კენტი
ავტორი: ტერენტი გრანელი


ვარ ასეთი, ვარ ყოველთვის კენტი,
ჩამოეშვა მოგონების ფარდა.
და, ძვირფასო, მე რა მინდა მეტი
ამ სიცოცხლის და ლექსების გარდა.

შუადღეა და მივდივარ ასე,
არ ველოდი მე ამნაირ მოღლას.
მე ლექსები გამაფრენენ ცაზე,
მე ლექსების სიხარული მომკლავს.

რესურსები ინტერნეტში

[edit]