ვამჩნევ, უსაზღვრო სივრცეა სულში

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ვამჩნევ, უსაზღვრო სივრცეა სულში
ავტორი: ტერენტი გრანელი


ვამჩნევ, უსაზღვრო სივრცეა სულში
და სადღაც წყარო გამოდის ტყიდან.
მთელი დღე მკვდარი ვიყავი გუშინ,
მკვდარივით მივალ, ძვირფასო, დღესაც.

და იფანტება ყოველთვის გულში
წყალის შრიალი და სკრიპკის კვნესა.
მთელი დღე მკვდარი ვიყავი გუშინ,
მკვდარივით მივალ, ძვირფასო, დღესაც.

რესურსები ინტერნეტში[edit]