ეს ღრუბლიანი დღე ფარულია
Appearance
ეს ღრუბლიანი დღე ფარულია ავტორი: ტერენტი გრანელი |
ეს ღრუბლიანი დღე ფარულია,
სადღაც ქარი ჰქრის, სადღაც მოთოვა.
და ახლა ჩემთვის სიხარულია,
რომ სიყვითლეა და შემოდგომა.
ნება მომეცით, რასაც ჩავიდენ,
ამის მოწამე მხოლოდ გულია.
ახლა არ ვიცი, საით წავიდე,
როდესაც ირგვლივ ღრმა უფსკრულია.
და საუბრობენ ჩემზე კაცები,
ბევრს ენატრება ჩემი გაცნობა.
თითქოს გაფრინდა დღე აღტაცების,
თითქოს გაფრინდა ახალგაზრდობა.