ეს ქარიშხალი და ეს წამება

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ეს ქარიშხალი და ეს წამება
ავტორი: ტერენტი გრანელი


ეს ქარიშხალი და ეს წამება
და ქარიშხალთან ვარდის რტოები.
დავიღუპები, ვიცი, ამაღამ,
დავიღუპები, როგორც პოეტი.

სხვა გზა არ მქონდა, დაო, რა მექნა,
მე ძალას უფრო მოვიპოვებდი.
დავიღუპები, ვიცი, ამაღამ,
დავიღუპები, როგორც პოეტი.

ძვირფასო, მოდი, სად ხარ ამდენხანს,
ამ ქვეყანაზე მე ხომ მოვედი.
დავიღუპები, ვიცი, ამაღამ,
დავიღუპები, როგორც პოეტი.

რესურსები ინტერნეტში[edit]