Jump to content

ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ

From Wikisource
ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ
ავტორი: ტერენტი გრანელი


ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ
და შენ გაჩნდები, როგორც მისანი.
მე დღესაც ვნანობ, რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი.

თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია,
ღამის გრიგალი თავზე მევლება.
სიკვდილის გარდა, კიდევ რა ჰქვია
ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას?!

ვფიქრობ, ხვალისთვის ძალას დავიკრეფ,
ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი.
ვნანობ ამდენ ხანს, რომ ვერ გამიგე,
რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი.

რესურსები ინტერნეტში

[edit]