ეს ფიქრი ლექსზე უფრო მეტია

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ეს ფიქრი ლექსზე უფრო მეტია
ავტორი: ტერენტი გრანელი


ეს ფიქრი ლექსზე უფრო მეტია
და ვიცი ქალი მე არ მენდობა.
ძვირფასო, ჩემთვის ცა იმედია
და მიწა მხოლოდ უიმედობა.

სადღაც შორს, თავი მოიკლა ვაჟმა,
როდესაც ქარი ბაღთან იცდიდა.
ღონემიხდილი მოვწყდები ლაჟვარდს,
ძირს დავეშვები მაღალ სივრციდან.