ეს მთები ისევ დგანან მეფურად

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ეს მთები ისევ დგანან მეფურად
ავტორი: ტერენტი გრანელი


ეს მთები ისევ დგანან მეფურად
(მე არ ვიყავი და წუხელ წვიმდა).
ქალაქი ისე გაჩუმებულა,
თითქო ქალაქი დაღუპვის წინ დგას.

დღეს სხვანაირი სიცოცხლე ვიგრძენ
და ქვეყანაზე აღარ ვეტევი.
მზიანი დღეა, ელვარებს სივრცე
და დაფრინავენ მაღლა მტრედები.