Jump to content

ეს მაღალი ჩინარი

From Wikisource
ეს მაღალი ჩინარი
ავტორი: ტერენტი გრანელი


ეს მაღალი ჩინარი,
აქ წამებას განიცდის.
ჩემი მხსნელი ვინ არი,
რას მივმართო, არ ვიცი.

ისევ ქარი და ქარი,
ქარი მე არ მეყოფა.
მე მინდა მეგობარი,
მე დავეძებ მეგობარს.

გული გრძნობას ანაზებს,
და ვიდარდებ მარტო მე.
ღმერთო! ამ ქვეყანაზე
ასე რისთვის დამტოვე.