ეს დღე გაჰქრა, სხვა დღეები მოვლენ

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ეს დღე გაჰქრა, სხვა დღეები მოვლენ
ავტორი: ტერენტი გრანელი


ეს დღე გაჰქრა, სხვა დღეები მოვლენ,
შეიძლება, მე ყველაზე წინ ვარ.
რა ვქნა, როცა დაიწყება თოვლი
და როდესაც დაიწყება ყინვა.

რესურსები ინტერნეტში[edit]