Jump to content

დღე

From Wikisource
დღე
ავტორი: ტერენტი გრანელი


მხოლოდ პოეტის, ჩემი და სხვათა,
დარჩება ლექსი, გულით ნაწერი.
და როგორც გემი, დგას ქარიშხალთან
ეს ათასცხრაას ოცდარვა წელი.

ქრიან ქარები და მეც მივლიან,
ეს დღე ხსოვნიდან არ იკარგება.
ახლა ჩვენ შორის კვლავ დუმილია
და ერთმანეთის სწორი გაგება.

იყო დრო, როცა შენ ამაყობდი
და ახლა დღეა რაღაცნაირი.
ისევ მჭირდება მიწის ნაყოფი,
მჭირდება ცეცხლი, წყალი, ჰაერი.

რესურსები ინტერნეტში

[edit]