დიმიტრი ხოშტარიასადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
დიმიტრი ხოშტარიასადმი
ავტორი: ვასილ ბარნოვი


(პირადი წერილები)

დიდად პატივცემულო ბატონო დიმიტრი!

თქვენს განცხადებას თქვენ წერილამდინვე მივაქციეთ ყურადღება და სიამოვნებით ველით თქვენის თხზულებების დასტამბვას. ფულის შესახებ ყველას ვუთხარი აქაურ განათლებულებს და აღმითქვეს კიდეც, გამოვიწერთო. თუმცა ჩემთვის ჯერ არავის გადმოუცია გასაგზავნი ფული. ერთობ პატარა წრეა, ბატონო, აქ შეგნებულთა და ეს რამდენიმე კაცი იძულებულია ყველა საქმეს გაუძღვეს. ძალიან მესიამოვნა თქვენი წერილი.

თქვ.ვასილ ბარნოვი

ივნისს 2-ს.