დიმიტრი ყიფიანს

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
დიმიტრი ყიფიანს
ავტორი: დუტუ მეგრელი


დი​მიტ​რი ყი​ფი​ანს

(მისს საფ​ლავ​ზე ძეგ​ლის კურ​თხე​ვის გა​მო)

"რო​ცა ჩვე​ნი მწა​რე ხვედ​რი
გულს მი​წუ​ხებს და მიწ​ყლავს სულს,
ეჭ​ვით ვუმ​ზერ მო​მა​ვალ​სა
და ვი​გო​ნებ შუ​რით წარ​სულს, _

მა​შინ თვალ​წინ მე​ხა​ტე​ბა
სა​ხე შე​ნი, მად​ლი​ა​ნი;
შენ​გან სიმ​ხნით გან​ვლი​ლი გზა,
სა​ხი​ფა​თო, ეკ​ლი​ა​ნი,
და ვი​ძა​ხი: "იგი ერი
არ მომ​კვდა​რა, არც მოკ​ვდე​ბა,
ვი​საც შვი​ლი ამის​თა​ნა
ჰყო​ლია და ეყო​ლე​ბა!"