დილიდან იბრძვის მძიმე ქარები

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
დილიდან იბრძვის მძიმე ქარები
ავტორი: ტერენტი გრანელი


დილიდან იბრძვის მძიმე ქარები
და ქარში გასვლა ახლაც მწყურია.
ვუმზერ ქვეყანას ნამძინარევი
და ყველაფერი უცნაურია.

და მოქრის ფიქრი, როგორც ისარი,
რა საშინელი ბედი მეღირსა.
მეძინა, ვნახე შავი სიზმარი,
მეძინა, ახლა გამომეღვიძა.

რესურსები ინტერნეტში[edit]