დგას ღამეების შავი წერტილი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
დგას ღამეების შავი წერტილი
ავტორი: ტერენტი გრანელი


დგას ღამეების შავი წერტილი,
ახლა ჩემს წუხილს ეს ქუჩა ისმენს.
ჩუმი ღამეა, გულდაწყვეტილი
ოთახისაკენ მივდივარ ისევ.

მივდივარ ისევ და ჯერ ღამეა,
და ჯერ სინათლე ცას არ ეტყობა.
და სადღაც ქალი მუდმივ წამებას
და თან სიცოცხლეს გამოეთხოვა.

დგას ღამეების შავი წერტილი,
ახლა ჩემს წუხილს ეს ქუჩა ისმენს.
ჩუმი ღამეა, გულდაწყვეტილი
ოთახისაკენ მივდივარ ისევ.

რესურსები ინტერნეტში[edit]