დგას სასაფლაო და ეს ფერდობი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
დგას სასაფლაო და ეს ფერდობი
ავტორი: ტერენტი გრანელი


დგას სასაფლაო და ეს ფერდობი,
და ორთქლმავალი ვაგზლიდან ოხრავს.
ისევ შორეულ ცას გავენდობი,
მე შორეულმა დარდებმა მომკლა.

ჩემო ძვირფასო, მოდი მაკოცე,
ჩემი სიცოცხლის დღენი გადიან.
მატარებელი მიდის ბაქოსკენ
და ახლა დილის რვა საათია.

და თითქოს მთაზე ოდნავ ნისლია,
განშორებისთვის მადლობა ყველას
გული ღონდება, არ შემიძლია
და მოქანცული მივდივარ ნელა.

რესურსები ინტერნეტში[edit]