დგას ანგელოზი ახლო ჩემ სულთან

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
დგას ანგელოზი ახლო ჩემ სულთან
ავტორი: ტერენტი გრანელი


დგას ანგელოზი ახლო ჩემ სულთან
და ეს იღბალი არ უდრის კრულვას.
ათი საათი უკვე შესრულდა
და ჯერ ქუჩაში მე არ გავსულვარ.

შენ, აივანო! და თქვენ, კედლებო!
ხომ მოისმინეთ ცრემლის შრიალი,
ახლა ბინა მაქვს საუკეთესო
და მაინც მინდა მე ხეტიალი.

ვინ გაექცევა საკუთარ იღბალს,
ხომ გვიანია, ვწევარ მე ისევ.
რა ვქნა, ქუჩისკენ მეძახის ვიღაც
ბინა მაქვს, მაგრამ მე ვერ ვისვენებ.

დგას ანგელოზი ახლო ჩემ სულთან
და ეს იღბალი არ უდრის კრულვას.
ათი საათი უკვე შესრულდა
და ჯერ ქუჩაში მე არ გავსულვარ.

რესურსები ინტერნეტში[edit]