დგას აკაცია, ახლოა ნუშიც

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
დგას აკაცია, ახლოა ნუშიც
ავტორი: ტერენტი გრანელი


დგას აკაცია, ახლოა ნუშიც,
თითქოს გაისმის ხეების კვნესა.
ძლიერი ქარი დაჰქროდა გუშინ
და როგორც გუშინ, ქარია დღესაც.
ქუჩიდან მოჰქრის ხმები მქუხარე
და ჩემი სული მუდამ ერთია.
სახეს ატყვია ეს სიმწუხარე
და გულში ელავს სხვა ტრაგედია.
და ისევ მარტო ვზივარ ლოდებთან,
უკვე გათავდა წამი გოდების.
ახლა არავინ არ მელოდება
და მეც არავის არ ველოდები.
დგას აკაცია, ახლოა ნუშიც,
თითქოს გაისმის ხეების კვნესა.
ძლიერი ქარი დაჰქროდა გუშინ
და როგორც გუშინ, ქარია დღესაც.

რესურსები ინტერნეტში[edit]