Jump to content

და იყო მეტი გამოცოცხლება

From Wikisource
და იყო მეტი გამოცოცხლება
ავტორი: ტერენტი გრანელი


და იყო მეტი გამოცოცხლება
და ყველაფერი გრიგალს დანებდა.
და იყო სივრცე, სადაც ოცნება
მეწამულ ფრთებით მიმაქანებდა.

მე დავისვენებ დღეს საღამომდე,
ნელა ცვივიან თოვლის ფიფქები.
რა ვქნა, არ ვიცი, ტირილი მომდის,
როცა ჩემ ბედზე მე დავფიქრდები

რესურსები ინტერნეტში

[edit]