დაო, არ ვიცი რისთვის მებრძვიან

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
დაო, არ ვიცი რისთვის მებრძვიან
ავტორი: ტერენტი გრანელი


დაო, არ ვიცი რისთვის მებრძვიან,
მე დამნაშავე არ ვარ სრულიად.
საღამოს ფიქრი ისევ მეწვია,
ქალაქი ისევ დანისლულია.
ჩვიდმეტ ნოემბრის უმზეო დღეა,
გული გუშინდელ ქარიშხალს გაჰყვა.
ახლა აკაკის საფლავთან ვდგავარ,
წავალ ილიას საფლავსაც ვნახავ.

რესურსები ინტერნეტში[edit]