გიტარა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
გიტარა
ავტორი: ტერენტი გრანელი


გაქრნენ ღრუბლები,
გამოიდარა.
მე ვიღუპები,
ჩემო გიტარავ.

ეს ცა შიშველი
ვინ მოგვიტანა
შენ თუ მიშველი,
ჩემო გიტარავ.

და ბედმა, მგონი,
დღე გაგვიმწარა.
და შენ მაღონებ,
ჩემო გიტარავ.

დადგა კარგი დღე,
გამოიდარა.
სევდა წაიღე,
ჩემო გიტარავ.

რესურსები ინტერნეტში[edit]