გელათის ეპიტაფიები

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
დავით აღმაშენებლის ეპიტაფია




ეპიტაფიები



გელათის ეპიტაფიები





გელათის მონასტრის წმ. გიორგის ტაძარი[edit]

კათალიკოს ევდემონ ჩხეტიძის ეპიტაფია - 1578 წ.[edit]

შესავალი[edit]

გელათის წმინდა გიორგის ტაძარში მდებარე ევდემოზ კათალიკოსის საფლავის ქვა XIX საუკუნეში მოყოლილა ახლად დაგებულ იატაკს ქვეშ, თუმცა მისი ეპიტაფია გადმოუწერია იქ მოღვაწე დაყუდებულ ბერ ნიკოლაოზს, რომელსაც ეს ტექსტი გადაუცია ალექსანდრე ცაგარელისათვის.

ეპიტაფიის ტექსტი[edit]

ქ. განუსვენე სულსა მონისა შენისასა აფხაზეთის კათალიკოზს ევდემონ ჩხეტიძეს და მე, დამარხულმან საფლავთა შინა მეფეთასა დავახატვინე საყდარი ესე და შევამკვე ხატი ბიჭვინტისა ღვთისმშობელი სახსენებლად სულისა ჩემისა ამინ.

დათარიღება[edit]

ეპიტაფია უთარიღოა, მაგრამ სხვა წყაროების ცნობით ევდემონ კათალიკოსი გარდაცვლილა 1578 წელს.

პუბლიკაციები[edit]