გათავდა, მორჩა, მიწაზე ვრჩები
Appearance
გათავდა, მორჩა, მიწაზე ვრჩები ავტორი: ტერენტი გრანელი |
გათავდა, მორჩა, მიწაზე ვრჩები,
სხვა ფიქრებისთვის მე არ მცალია.
ასე რომ ოხრავს - სულია ჩემი,
ასე რომ ტირის - როიალია.
თითქოს ძვირფასი რაღაც დავკარგე,
გული სუსტია დ უფრო მწირი.
საცაა მოვა ახლა აკაკი
და როიალიც დაიწყებს ტირილს.