გაზაფხული მარაბდის სასაფლაოზე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
გაზაფხული მარაბდის სასაფლაოზე
ავტორი: გიორგი ძიგვაშვილი


აქაც ნებივრობს ეს გაზაფხული,
მთებს დაჰფენია ცისკრის ფერებად,
ჯერ არ განცდილი, ჯერ არ ნახული
მოაქვს სითბო და ბედნიერება.

აქაც ლოდები მზეს უცინიან,
ტყეს კი ნიავიც არ აგულისებს...
ფრთხილად, აქ დაღლილთ ჩაუძინიათ
ცხრა ძმა, ცხრა ვაჟკაც ხერხეულიძეს!

ამ თქმებს რომ ხედავ, ზმნებს და ანდაზებს,
ბევრი ცრემლს ითხოვს, ბევრიც შენდობას,
აქ საქართველოს სძინავს გარდასულს,
მის დიდ დარდებს და დიდ უბედობას.