ახლა შორიდან ვიგონებ ქუჩებს

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ახლა შორიდან ვიგონებ ქუჩებს
ავტორი: ტერენტი გრანელი


ახლა შორიდან ვიგონებ ქუჩებს,
ქალაქს დაფერფლილს.
მოვშორდი თბილისს და თითქოს უცებ
გადავსხვაფერდი.

გრიგალთან ერთად ქარია დღემდე
და უფრო სევდა.
დებო, ამდენი წამების შემდეგ
თქვენ ცოცხალს მხედავთ.

დაცვენილია ფოთლების გროვა,
დღეა სხვა ყოფნის.
უცნაურია და მეუცხოვა
სიჩუმე სოფლის.

ახლა შორიდან ვიგონებ ქუჩებს,
ქალაქს დაფერფლილს.
მოვშორდი თბილისს და თითქოს უცებ
გადავსხვაფერდი.

რესურსები ინტერნეტში[edit]