ახლა ღამეა, - სისხლის გაშრობა

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ახლა ღამეა, - სისხლის გაშრობა
ავტორი: ტერენტი გრანელი


ახლა ღამეა, - სისხლის გაშრობა,
კვლავ გათენდება დღე ულმობელი.
მე მაგონდება ჩემი ბავშვობა
და წალენჯიხა - ჩემი სოფელი.

ყოფნა მიწისთვის რა მიზანია,
ეს თეთრი ფიქრი ჩემთან მოფრინდა.
მე დები წერილს არ მიგზავნიან,
წერილს არ ველი ახლა სოფლიდან.

გადიღო წვიმამ, ო, როგორ ცხელა,
სულს მეგობარი ხშირად არ იცნობს.
და მინდა ისევ შევძულდე ყველას
და მინდა ყველამ რომ დამივიწყოს.

რესურსები ინტერნეტში[edit]