ანტონ ნატროშვილისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ანტონ ნატროშვილისადმი
ავტორი: ვასილ ბარნოვი


(პირადი წერილები)

დიდად პატივცემულო ბატონო ანტონ!

ეს ქრისტოფორე დავითაშვილი ერთი ყელგადაგდებული კაცია და თანაც ძლიერა ცდილობს შვილებს ასწავლოს როგორმე. ეხლა მე შემეხვეწა, როგორმე მოწინამძღვრეო, სასწავლებელში მიიღონო. მეც თხოვნა დავუწერე და ვგზავნი თქვენთან, როგორც ამისთანების მშველელთან.

თქვენი ვასილ ბარნოვი

1917 წ. ნოემბრის 18-ს

p.s.მოცადინე ბავშვია და არ ჩამორჩება, ოღონდ კი ადგილი იყოს და მიიღოთ.