Jump to content

ანასტასია წერეთლისადმი

From Wikisource
ანასტასია წერეთლისადმი
ავტორი: ვასილ ბარნოვი


(პირადი წერილები)

ქალბატომს ანასტასია წერეთლისას.

მივიღე თქვენგან გამოგზავნილი ,,ლურჯა” ორმოცი ცალი და სულ გავყიდე: მასწავლებლებმა და ყმაწვილებმა დაიტაცეს. მეორე წიგნი რომ გამოვგზავნო, ამ პირველ #-ს ოცი ცალი გამოაყოლეთ, გაიყიდება. ვნების კვირაში მანდ ვიქნები და ამ ფულს და აგრეთვე საწევრო ფულს მაშინ მოგართმევთ. რაღა ფოჩტით გზავნა, იქნება მანამდის სხვა წევრებიც ვიშოვოთ, ბევრი თანაუგრძობს თქვენს საქმეს.

თქვენი მ.მ. ვასილ ბარნოვი.

1894 წელს

მარტ 27-ს

ქ. თელავი

მასვე

ღირსად პატივცემულო ბატონო ანასტასია! ამ ერთი კვირის წინად მომივიდა ,,სესე”-ს ასი ეგზემპლიარი. ხელადვე გაიყიდა. ყმაწვილები დათხოვნილები გვყვანდა და ეს წიგნები ქალაქის ხალხში და ჯარისკაცებში გაიყიდა. სოფელში გასაგზავნად აღარ დარჩა. კიდევ თხოულობდნენ და აღარ იყო.აი წიგნების ფასი -სამი მანეთი: თითო ხომ სამ-სამ კაპეიკად უნდა გაყიდულიყო და სამი მ. შედგებოდა. თუ ღმერთი გწამთ, გაისარჯეთ და გადაეცით. წიგნაკები ქალ. ეკატ. მესხისაგან იყო გამოგზავნილი, ეტყობა ანგარიში იმათ ებარებათ. იქნება ეს ,,ხარაზი” დაიბეჭდოს ,,კვალში”? თქვენი მორჩილი მონა ვასილ ბარნოვი.

1894 წ. ივნისის 21-ს.