ალექსანდრე ამილახვარი - "გეორგიანული ისტორია"

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

ალექსანდრე ამილახვარი - "გეორგიანული ისტორია"
ავტორი: ალექსანდრე ამილახვარი





ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები






პუბლიკაცია[edit]

ჟურნალი:

ალექსანდრე ამილახვარი - გეორგიანული ისტორია ჭაბუკ თავად ამილახვარზე, რომელსაც იმ ქვეყნის მოკლე ისტორიის დართვით თავის ამხანაგებს უამბობს ანატოლიელი ვაჭარი უსიმი - ჟურნალი "მნათობი" 1939 წ. № 8 - გვ. 125-157

გამომცემელი:

გერონტი ქიქოძე

ტექსტი[edit]

ალექსანდრე ამილახვარის წიგნის 1779 წლის გამოცემა
გეორგიანული ისტორია ჭაბუკ თავად ამილახვარზე,
რომელსაც იმ ქვეყნის მოკლე ისტორიის დართვით თავის ამხანაგებს უამბობს ანატოლიელი ვაჭარი უსიმი
უგანათლებულესო თავადო, მოწყალეო ხელმწიფევ,
გრიგოლ ალექსანდრეს ძევ!

ჩვენს ძველებს ჩვეულებად ჰქონდათ, რომ თავიანთ შრომას ან ხელსაქმეს ისეთ ადამიანებს მიუძღვნიდნენ, რომელთაც გაეგებოდათ ამ ნივთების ფასი და მიმძღვნელის გულმოდგინება; მათი მაგალითის წაბაძულობით მე დღეს თქვენს უგანათლებულესობას, ვითარცა საუკეთესო მიმღებსა და უგონიერეს დამფასებელს, მივუძღვნი ამ თხზულებას; მას შეუძლია თქვენი ნაცადი ცნობისმოყვარეობა გააღვივოს და ყურადღება მიგაქცევინოთ ზემოხსენებული უბედური თავადისადმი, რომელსაც თქვენი კაცთმოყვარეობისა და ძლიერების მფარველობის ქვეშ ვაყენებთ, როგორც უპირველესი ადამიანთა ხელმწიფის შემდეგ.

უგანათლებულესი თავადის, უმოწყალესი ჩემი ხელმწიფის უერთგულესი მიმძღვნელი ამ თხზულებისა.