Jump to content

ათონის მონასტრის აღაპები

From Wikisource




ქართულ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერები









პუბლიკაცია

[edit]

ტექსტი

[edit]
სახელითა მამისაითა
და ძისაითა და სულისა წმიდისაითა: ესე არიან აღაპნი მონასტრისა ჩუენისანი, ვინაითგან აღშენებულ არს ვიდრე აქამომდე

162. პატრონსა ქაიხოსროს ყოველნი ცოდვანი მისნი შეუნდნეს ღმერთმან:

მეორედცა პატრონსა ქაიხოსროს შეუნდნეს ღმერთმან:

მესამედცა პატრონსა ქაიხოსროს შეუნდნეს ღმერთმან:

მეოთხედცა პატრონსა ქაიხოსროს შეუნდნეს ღმერთმან:

ესე საცნაურ იყავნ, წმიდანო მამანო და ძმანო, რომელ ესე ქუემოთცა სწერია: დიდი და სახელგანთქმული საქართველოსა, ათაბაგი სამცხისა, სპასალარი, ჯაყელ ციხის ჯუარელ და დიდად წარჩინებული პატრონი ყუარყუარე, ნებიერად და ღუთის მსახურებით ცხორებდა, და დღეკეთილობით აღასრულნა ყოველნი დღენი მისნი, და სიბერითა კეთილითა უფლისა მიერ მიიცვალა ქორონიკონსა რპვ (1498 წ). პატრონსა ყუარყუარეს ცოდვანი მისნი შეუნდნეს ღმერთმან.

და შემდგომად მისა პირმშო ძე მისი ქაიხოსრო ეპატრონა ყოველსა სახელმწიფოსა მამისა მისისსა, ღუთის მსახური და ყოვლითურთ სრული საღუთოითა და საკაცობითა ზნე უკლები, გლახაკთა, ობოლთა და დაღონებულთა ხელისა ამპყრობელი, და ამა სოფლისა პატრონობა ზედა არღარასა ხანისა დამყოფელი, სიტყუითა ღუთისათა ამა საწუთოით, ჰოი მე, საუკუნოი მიიზიდა, და დიდი მწუხარებაი და გლოვა მოატყუა მამულსა სახლსა მისსა, და უფროისღა ძმაისა მისსა პატრონსა მზეჭაბუკს, რამეთუ ფრიად სიყუარული აქუნდა ურთიურთი ერთას, და დიდად იზრუნვა სულისა მისისათვის თვისთა ქუეყანათცა და უცხოთაცა. და შემდგომად ამისა მე, სავაგლახო, აღზრდილი კურთხეულისა და სულ დიდებულისა პატრონის ქაიხოსროსი, ამბროსი წარმომავლინა პატრონმან ძმამან მათმან მზეჭაბუკ სრულად საბერძნეთად, იერუსალიმს და სინასცა, მრავლითა საქონლითა; დაუწყეთ გაცემა ტრაპიზონტით კოსტანტი-პოლემდის და კოსტანტი-პოლითგან ვიდრე ამა წმიდისა მთამდე, და მოვლეთ ყოველნი მთისა ამის მონასტერნი, სადაყუდებულონი და მესენაკენი, და წესისაებრ მოვახსენეთ მოსახსენებელი და სალოცავი, და სრულად ელადისა და მაკიდონის თემსა, მონასტერთა, მიტრაპოლიტთა, ებისკოპოზთა, ხუცესთა, გლახაკთა და ტყვის უფალთა, ყოველთავე ზედა დიადი გავეცით, ეგრეთვე ჩუენსა ამას მონასტერსა მოვახსენეთ ოცდახუთი ათას ხუთასის ოთმანურისა, ზოგი ფლურად და ზოგი თეთრად; და მამამან და სრულად კრებულმან მონასტერმან გააჩინეს და შეგვუკუთეს სულდიდებულისაი პატრონის ქაიხოსროსთვის: ყოველთა პარასკევთა მწუხრი, კოლიო, და შაბათსა წირვა, რასდომიცა მღდელი იყოს, და ტრაპეზს შესულაი და მისთვის ლოცვაი, - ესე სამარადისო ყოველთა შაბათთა, და ერთი აღაპი დღესა მიცვალებისა მისისსა მაის ექუსსა წირვითა, რაისდომიცა მღდელი იყოს, ბერძენი და თუ ქართველი, მწუხრი პანაშვიდითა, ტრაპეზს შესულითა, შეგვიწყალენთა ზედა მოხსენებითა და სამარადისოდ ლოცვითა, ვითარცა აღმაშენებელთა მოიხსენიებდენ; და ვინ ესე უდებ ყოს და ესე გაჩენილი მოშალოს და გულსმოდგინებით არა აღასრულოს, ღმერთსა მან გასცეს პასუხი.

163. ეგრეთვე აღზრდილი პატრონის ქაიხოსროსი, ამბროსი დიდად სეეწია ამა მონასტერსა: პორტიატისა ღუთისმშობლისა ხატი მოჭედა მძიმედ, მისსავე ეკლესიასა ზედა პირღო აღაშენა და გაამაგრა თოფითა, და საუძლურე აღაშენა მისით აკაზმულობითა, და ღომატო მეტოქი მისით წყალობითა აშენდა; და ამისთვის გაუჩინეთ ჩუენ, მონასტერმან, მამამან და სრულად კრებულმან ძმათამან: ყოველთა სამშაფითთა პორტიატესა ხატს წინაშე წირვა მისის სულისათვის, ტრაპეზს შესულაი და მისის სულისა მოხსენებაი ყოველთა ძმათაგან, ვითარცა აღმაშენებეთათვის წერილ არს. ვინ ესე დაგაკლოს, ღმერთსა მან გასცეს პასუხი. ამინ".

164. პატრონსა ბაჰადურს ყოველნი ცოდვანი მისნი შეუნდნეს ღმერთმან:

მეორედცა პატრონსა ბაჰადურს შეუნდნეს ღმერთმან:

მესამედცა პატრონსა ბაჰადურს შეუნდნეს ღმერთმან: ამინ:

დიდსა და მაღალსა ქართველთა ათაბაგსა და სამცხისა სპასალარსა, ჯაყელ ციხის ჯუარელსა პატრონსა ყუარყუარეს ცოდვანი მისნი შეუნდნეს ღმერთმან:

და მათსა მეუღლესა, პატრონსა დედისიმედსა შეუნდნეს ღმერთმან:

და მათსა ძესა პირმშოსა პატრონსა ქაიხოსროს შეუნდნეს ღმერთმან:

პატრონსა მზეჭაბუკს შეუნდნეს ღმერთმან:

და კუალად მეოთხედ პატრონსა ბაადურს შეუნდნეს ღმერთმან:

და პატრონსა იანქოს შეუნდნეს ღმერთმან და ეგრეთვე პატრონსა ორავჟანდას, მანუჩარს და მართალიხონს შეუნდნეს ღმერთმან:

და ამათთა დაითა პატრონსა დედოფალსა პატრონსა რაოდენს და პატრონსა გულბუდახს შეუნდნეს ღმერთმან:

საცნაურ იყავნ, ჩუენთა ამათ პატრონთა აქა აღწერასა მიზეზი ესრეთ იქმნა: პატრონი ბაჰადურ განეყო მშობელთა და ძმათაგან და, უფროსღა ვთქუა, სოფლისაგან და წარვიდა გზასა მას საუკუნესა, ჭაბუკი, ყოვლითურთ სრული საღუთოთა შინა, ხოლო ჰასაკითა ოცისა გინა თუ კა წლისა, და აღავსო სახლი მამული მწუხარებითა გამოუთქმელითა; მაშინ დიდებულთა მშობელთა და ძმათა ამისთა ღუთის მსახურებისა ძლით თვისსავე თემსა და ქუეყანასა თანა უცხოთა ქუეყანათა უხვად მიჰფინეს სახსენებელი და სალოცავი, ვითარ იგი იერუსალიმს და სინაისცა, და ეგრეთვე ჩუენ მოგუცეს საქონელი და წარმოგუალინნეს საბერძნეთისა ქუეყანასა, და წარმოვედით და, ვითარცა ჯერ იყო, განჰყოფდით ებისკოპოზთა, მონაზონთა, მღდელთა და გლახაკთა ზედა - ტრაპეზონთასა კოსტანტინე-პოლედმდე და ვიდრე ამა წმიდად მთამდე, და მოვლეთ ყოველი მთისა ამის მონასტერნი და, წესისაებრ, მოვახსენეთ მოსახსენებელი და სალოცავი, და ეგრეთვე განვიცადეთ ჩუენი ესე მონასტერი, რამეთუ ყოველთაგან უმეტეს დაგლახავებულიყო და ეკლესია ფრიად დაძუელებულიყო, და სენაკები და ზღუდენი და პირღოსნი უმეტესნი დაქცეულ იყვნეს და ფრიად უნუგეშინის ცემოდ გასრულიყო; და ამას, ესე ვითარსა უპოვარებაისა შინა, მოვახსენეთ ამა ჩუენსა მონასტერსა ოციათასისა ოთმანურისა - რომელიმე ფლურად და რომელი თეთრად, და ეგრეთვე ორნი ცხენნი, და გავაჩინეთ ერთი აღაპი პატრონისა ბაადურისათვის დღესა მიცვალებისა მისისასა, ოკდონბერსა ათსა, რათა რაიოდენიცა მღდელი იყოს, ბერძენი თუ ქართველი, ჟამსა წირვიდენ და ტრაპეზად შევიდოდენ და ყოველთა სეფის ამოკუეთათა მოიხსენებდენ, და ყოველთა ლოცვათა, ვითარცა აღმაშენებელნი მოიხსენებოდენ, და ვინ ესე უდებ ყოს და ესე განჩენილი მოშალოს, ღმერთსა მან გასცეს პასუხი.

ხოლო ამის საქმისა მსახურნი, რომელნი სამცხით მოიწივნეს, ერთი ბერძენი იყო, მღდელმონაზონი, სახელით სვიმონ, რომელი დიდი ხანით ყმა მათდა ქმნილიყო, და ერთი ქართველი მონაზონი, სახელით აკაკი, სიყრმითგან მათთანა აღზრდილი და მონა.