1606 წ. - ნასყიდობის წიგნი ბეჟან ჯავახიშვილისა ქაიხოსრო ჯავახიშვილისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)[edit]

ქ. არსება დაუბადებელისა ღ(მრ)თისა [მამისა, ღ(მრ)თისა ძისა და ღ(მრ)თისა] სულისა წმიდისა; მეოხებითა ყოვლად წმიდისა, [უხრწნელისა, უფრო]სად კურთხეულისა დედოფლისა ჩუენისა ღ(მრ)თისმშობელისა, მარადის ქალწულისა მარიამისითა; წმიდათა ზეცისა ძალთა, ანგელოზთა და მთავარანგელოზთა მიქელ და გაბრიელისათა; ოხითა და მეოხებითა და თავსმდებობითა და მინდობითა წ(მიდ)ისა წინამორბედისა, ნათლისმცემელისა, წინსაწარმეტყველისა ი{ო}ანესითა; ოხითა და მეოხებითა და თავსმდებობითა და მინდობითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ღ(მრ)თივ ზე-აღმართებულისა სუეტისცხოელ{ი}ს{ა}, კვართისა საუფლოსა მირონწმიდისათა; ოხითა და მეოხებითა წმიდისა დიდისა მთავარმოწამისა გი(ორ)გი, დიმიტრი, თევდორე, სტეფანესითა; ზეცისა თავთა წმიდათა მოციქულთა პეტრესითა და პავლესითა; [ყოველთა წმიდათა] ზეცისა და ქუეყინასათა, ჴორციელთა და უჴორცოთა, და რაოდენნიცა წმიდანი სათნო ეყვნეს უფალსა ჩუენსა იესოს ქრისტესა და აწცა სათნო ყოფად არიან.

ამათითა მოწმობითა და ყოველთა წმიდათა ღ(მრ)თისათა, ესე უკუნისამდე ჟამად გასათავებელი და ყოვლითა საქმითა მიზეზ-შემოუღებელი, უთუო და უთუმცაო ნასყიდობისა პირი, წიგნი და ნიშანი მოგახსენეთ ჩუენ, ჯავახისშვილმან ბეჟან, თქუენ, პატრონსა ქეიხოსროს და თქუენთა შვილთა, ასრე და ამა პირსა ზედა, რომე: მოგყიდე თხლიური მიწა ქუეშეთ თელათამდი და ზედათ ხატის მიწამდი. ამისთუის მოგეცით მას ჟამსა, როდეს ჩუენსა და თქუენ შუა საქმე იყო და ფასითა და საქონლითა ვერ აგვიდიოდით. და შემოგეხვეწენით და მისთვის მოგეცით შემოუცილებლად.

და ამას ვერა გუარი კაცი, არა ჩუენ და არცა სხუა, არა დიდი და არცა მცირე, ვინცა ესე შეგიცვალოს, ანუ შეგიშალოს, რისხავმცა მამა, ძე და სული წმიდა, და ამა ზემო წერილთ მადლი; მასმცა ედების კეთრი გეზისი, შიშთვილი იუდასი, ძრწოლა კაენისი და მეხდატეხილობა დეოსკოროსი, გლოვა ნინოელთა დედათა და ნაწილი მათი ერმოგონეს თანამცა არის. და გამათავებელნი და დამამტკიცებელნი ღ(მერ)თ(მა)ნ აკურთხნეს.

არიან ამისნი მოწამენი და შუადამხდომნი კაცნი: კოკოზაშვილი ქრისტესია და მღდელი ათანასე.

და მე ჯუარის ქრისტესის დეკანოზსა ი(ოა)ნეს დამიწერია და მოწამეცა ვარ.

დაიწერა წიგნი ესე მეფობასა პატრონისა გიორგისასა, ქ(ორონი)კ(ონ)სა სჟდ, ინდიკტიონსა ხაჳ (?).

ბოლოში უზის ერთი ჯვარი

საბუთის დათარიღება[edit]

თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი სჟდ (294), რაც გვაძლევს 1606 წელს. იქვე მითითებულია ქორონიკონი გაუგებარი (ხაჳ) რიცხვითი მნიშვნელობით.

შენიშვნები[edit]

2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.69-70
1. ბეჟან ჯავახიშვილი - როინ ჯავახიშვილის ძე და ძმა მასურ ჯავახიშვილისა. საბუთებში მათ ჯავახიშვილ-როინისშვილებს ან ასევე "ჯავახაანებს", უწოდებენ. 1606 წლის შემდეგ ისინი აღარ იხსენიებიან. სავარაუდოდ, როინის ორივე ვაჟი უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა, ამიტომ ბუნებრივია, რომ მათ მამულების გაყიდვის პოლიტიკა აირჩიეს (ოთხმეზური, 1999: გვ. 69). 2. ქაიხოსრო ჯავახიშვილი - ივანე ჯავახიშვილის ძე. იგი აქტიურად ცდილობდა საკუთარი მამულის გაფართოებაზე. ამ მიზნით უპირისპირდებოდა როგორც ჯავახიშვილთა სხვა შტოს წარმომადგენლებს, ასევე მის მეზობლად გაძლიერებულ სააკაძეთა საგვარეულოს. ქაიხოსრომ შეძლო დაპატრონებოდა ჯიმშერ ჯავახიშვილის მამულს, ბეჟან ჯავახიშვილის მამული კი იყიდა. თავს დაესხა და მამული აუოხრა მოქიშპე შალვა ჯავახიშვილის შვილიშვილს. სასტიკად დაუპირისპირდა გიორგი სააკაძეს, რომელმაც ჯავახიშვილთა მამულებიც მიიღო მეფისგან წყალობად. მოურავის სპარსეთში გადახვეწის შემდეგ ქაიხოსრომ მისი მამულები დაარბია. ქაიხოსრო ჯავახიშვილსა და გიორგის სააკაძის დავა 1620 წ. 15 ივნისს სასამართლო გადაწყვეტილებით მოგვარდა (ოთხმეზური, 1999: გვ. 75).

პუბლიკაცია[edit]