1560 წ. - საკანონო შეწირულების წიგნი პატრონ კოსტანტინესი მცხეთისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წიგნი და სიგელი გკადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, წმიდასა და კათოლიკე საპატრიაქოსა მეოხსა და შესავედრებელსა ჩუენსა დედაქალაქსა მცხეთისა საყდარსა და თქუენსა საჭეთმპყრობელსა წმიდასა მეუფესა, სულისა ჩუენისა შესავედრებელსა პატრიაქ-კათალიკოზსა დომენტის და საშინელსა სუეტსა ცხოველსა, კუართსა საუფლოსა და მირონსა ღმერთმყოფელსა, სუეტსა ღმრთისასა ხელით უქმნელსა.

მას ჟამსა, ოდეს ჩუენის განაყოფისა ხოსროს ქალი შევირთე, ჩუენ, პატრონმან კოსტანტინე, და პატრონი კათალიკოზი გამოგუენახა სჯულისა წესით, როგორცა მართებდა, მიუდეგით კარსა და შემოგეხუეწენით ჩუენ, პატრონი კოსტანტინე და ძმანი ჩუენნი: პატრონი გიორგი და მელქისედეკ.

მოგახსენეს და შემოგწირეს მცირე ესე შემოსაწირავი შენ, წმიდასა კათოლიკე სამოციქულოსა საყდარსა მცხეთასა ცოდვათა ჩუენთა შესანდობელად და დღეთა ჩუენთა განგრძელებისათვის: ტფილის ქალაქს ერთი სასახლე კალოუბანს წინ, შარამდინ, მისით სახლ-კარითა და მამულითა და ქულბაქითა, რისაც დღეს მქონებელი იყოს, მიწა კულბითს მოგუიხსენებია და შემოგუიწირავს სუეტის ცხოველისათუის, ჩუენ ბატონსა კოსტანტინეს და ჩუენთა ძმათა.

ვინცა და რამანცა გუარმამ კაცმან მცირე ესე ჩუენგან შეწირული გამოახოს და გამოსწიროს, რისხავსმცა მამა, ძე და წმიდა სული, ნურათამცა სინანულისაგან ნუ იქნების ხსნა სულისა მისისა. ამისნი დამამტკიცებელნი ღმერთმან აკურთხნეს.

დაიწერა სიგელი ესე ქორონიკონსა სმჱ, ხელითა არმაზის წინამძღურისა ბესარიონისითა.

კოსტანტინე

საბუთის დათარიღება და პერსონალია[edit]

საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი სმჱ, ანუ 1560 წელი.

პატრონი კონსტანტინეს მეუღლე ჩვენ იმ იმერელ ბატონიშვილ ხოსროს ასულად მიგვაჩნია, რომელმაც გიორგი II-ს 1568 წელს შეთქმულება მოუწყო, თუმცა ასეთ შემთხვევაში იგი კონსტანტინეს განაყოფი თითქოს არ გამოდის. ასევე ნაკლებ სავარაუდოა, რომ ის ლევან კახთა მეფის ძე - ხოსრო იყოს. საბოლოოდ, რადგან 1547 წლის საბუთში კოსტანტინე იხსენიებს ლიხთ-იმერეთთან დაკავშირებულ "პატრონ ხოსროს", მაინც უფრო მის იმერულ წარმოშობისაკენ ვიხრებით.

პუბლიკაცია[edit]