1540-1556 წწ. - წყალობის წიგნი პატრონ ალექსანდრესი გიორგი გლურჯიძისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი IV - N 1


ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ესე ჟამთა გასათავებელი წიგნი და სიგელი გიბოძეთ ჩუენ, მეფეთ-მეფემის პატრონის ლუარსაბის შვილმა პატრონმა ალექსანდრე, შენ, გლურჯიძესა გიორგის და ელიზბარს და მომავალთა სახლისა თქუენისათა, ასრე და ამა პირსა ზედა: მოგეცით შენის განაყოფის ამოანის კერძი არის წალკოტი, წყალი, წისქვილი და ამირშაულის მიწის ნახევარი; ცაცუხუთთან რომ მიწა არის, - ესეები მოგეცით. ამის ნაცუალი გამოგართვით ერთის დღის მიწა მანდავ; კეზუს ერთის დღისა, ორმოცსდაორის დღისა - სასირეთს.

ამისი მოწამე და გარდამწყუეტი: ჯავახიშვილი ქაიხოსრო, კიდევ არის დამხდური აჯიყაფაშვილი ზურაბ, რიკაძე ძამუკა, თურქაძე პატატა, ჭაღიაშვილი მახარებელი, მისი განაყოფი თანდილა, კოღეროძე ივანე, მაჩაბელაშვილი იორდანე. ამათის მოწმობითა მოგვიცემია და გარდაგვიწყუეტია.


ალექსანდრე

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთი უთარიღოა. საბუთის გამცემია "პატრონი ალექსანდრე", ლუარსაბ მეფის ძე, XVI საუკუნის შუა ხანების მოღვაწე. საბუთის გაცემისას ლუარსაბ მეფე ცოცხალი ჩანს, რადგან, გარდაცვალების შემთხვევაში, იგი უსათუოდ მოხსენიებული იქნებოდა შესაბამისი ეპითეტით. "კორპუსში" საბუთი დათარიღებულია XVI საუკუნის შუა ხანებით.

პუბლიკაცია[edit]