1526 წ. - შეწირულების წიგნი გიორგი მეფისა მთაწმინდის პორტაიტის ღმრთისმშობლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: დაკარგულია პირი:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ნებითა ღმრთისათა, ესე უკუნისამდე გასათავებელი წიგნი გკადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, ჩუენს სასოებასა, მცველსა და მფარველსა მთაწმიდას, ჩუენსა მონასტერსა პორტიატისა ღმრთისმშობელს. ასრე რომე, გორს მებაჟეთაგან ყოელს წელიწადსა ხუთი თუმანი თეთრი თქუენსა მონაზონებს მიერთმოდეს.

აწ, ვინცა ადამის მონათესავემან კაცმან, მეფემან ანუ დედოფალმან მოგიშალოს, მასმცა რისხავს საშინელი ღმრთისმშობელი და ჩუენთამცა ცოდვათა მზღველი იქმნების წინაშე ღმრთისა დღესა მას დიდსა განკითხვისასა.

აწე, გიბრძანებთ ვინ გინდა-ვინ გორს მებაჟე, მედამღე იქმნებოდეთ, ყოელს წელიწადს მთაწმიდის მონაზონებს ხუთს თუმანს თეთრს გაურჯელად მოართმევდით. ყაბზს გამოართმევდით და ჩუენ ანგარიშში ჩაგიგდებთ.

დაიწერა წიგნი ესე ქორონიკონს სიდ ხელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრისა ესტატესითა.


საბუთის დათარიღება[edit]

ქორონიკონი სიდ, ანუ 1526 წელი.

პუბლიკაცია[edit]