1520 წ. 10.09. - შეწირულების წიგნი ნესტარჯან-ყოფილ ნინოსი ქვათახევისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


მოგახსენეთ და შემოგწირეთ ჩუენ, დიდის ამირსპასალარის, სულკურთხეულის ათაბაგის ყუარყუარის მეცხედრემან ნესტანჯარ-ყოფილმან ნინო, და ძესა ჩუენთა: პატრონმან თამთან, საზუერელმან და სალუყაზან მცირე ესე შესაწირავი თქუენ, საშინელსა, დიდებულსა და ყოველთავე აღმატებულსა, ყოვლად წმიდასა დედოფალსა ვლაქერნისა ღმრთისმშობელსა მონასტერსა დიდსა ქუათახევისასა, მცირე შესაწირავი ძმისა ჩუენისა, სულკურთხეულისა კორხმანის შესანდობელად და სააღაპედ, ნასყიდი კახაბრისშვილის შალვას და ივანესი, ნასყიდი ძუირად და სამკუიდროდ [წითლ]ისძისეული[1] ვენახი ხევთა შუა მისითა სამართლიანითა სამზღვრითა, ყოვლითურთ უკლები წყლითა, ზვრითა, ხილითა ყოვლითვეთურთ ნასყიდი. მიმიცემია ფასად თანგა ათას სამას ოცი და... ჩუენის სიძის, ნეფეთ-ნეფის დავითის ყაბულობითა და ნებართულობით.

დაიწერა მტკიცე სიგელი ესე მეფობასა ნეფეთ-ნეფისა დავითისითა, ქორონიკონსა სჱ, ოკტონბერსა ცხრასა. დაიწერა სიგელი ესე მოწმობითა და ნებადართვითა ნეფისა დავითისითა


  1. აქ კაკაბაძეს აქვს ...ისძისეული, კორპუსში ეს ადგილი შეცდომით აღდგენილია, როგორც [კახაბრ]ისძისეული, ჩვენ ნესტანდარეჯანის ადრინდელი სიგელის მიხედვით აღვადგენთ, როგორც [წითლ]ისძისეული.

საბუთის დათარიღება და პერსონალია[edit]

საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი სჱ (208) ანუ 1520 წელი, 9 ოქტომბერი.
ცხადია, რომ ამ და ნესტანდარეჯანის ადრინდელ საბუთში - 1508 წ. 05.01. - ნასყიდობის წიგნი ქავთარასძისა პატრონ ნესტარჯანისადმი ერთიდაიგივე ვენახზეა ლაპარაკი და მისი ძველი მფლობელები ერთი და იგივე ხალხია, ჩვენი აზრით ისინი არიან ქავთარაძე კახაბერის შვილები შალვა და ივანე.

საბუთის პუბლიკაციები[edit]