1516-1535 წწ. - შეწირულების წიგნი პატრონ ყუარყუარესი მთაწმინდის პორტაიტის ღმრთისმშობლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: დაკარგულია

პირები:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


"მე, დიდისა და სახელოვნისა, ყოვლისა მთავართა უწარჩინებულესისა, საღმრთოთა და საკაცობოთა უზეშთაესისა, ძემან პარტონისა ქაიხოსროსმან პატრონმან ყუარყუარე, ესე სიგელი ვიკადრე, ვიგულისმოდგინე, დავწერე და მოგახსენეთ თქუენ, დიდებულსა და დიდისა მონასტრისა მთაწმიდისა და დედოფლისა ჩუენისა ღუთისმშობელისა ბორტიატისათვის, და წმიდათა და ანგელოზთა მობაძავისა წმიდათა მამათათვის.

დიდსა და სახელოვანსა ხელმწიფესა პაპასა ჩემსა ყუარყუარეს და პატრონსა მამასა ჩემსა და დიდისა და ღმრთისმოყუარის ხელმწიფობით მპყრობელისა პატრონისა ბიძისა ჩემისა პატრონის მზეჭაბუკისგან არტანს სოფელი ბებერანი შეეწირნეს მთაწმიდისათვის და ეგრეთვე სოფელი ახალშენნი მათისა სულისა სადიდებლად, სამლოცველოდ და სადიდებლად ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათვის და მისის მონასტრისა ნუგეშინის ცემისათვის და მას შიგან დამკუიდრებულთა წმიდათა და ნეტართა მამათათვის შეეწირნეს ესე ორი სოფელნი ხელმოხსნით, განთავისუფლებით და შეუვალად.

აწე, ეგრეთვე მე ვცან მათი ბრძანებული, შეწირული და მოხსენებული მათ ჩემთა საყუარელთაგან პაპისა, მამისა და ბიძისა ჩემისა მზეჭაბუკისაგან. ვითა ვემართლებოდი სიყუარულისა მათისათვის, მეცა დამიმტკიცებია მათი ბრძანებული და გამითავებია ამა სიგლითა სოფელი ბებერანი და ახალშენნი მათითა მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, მისითა შესავლითა და გამოსავლითა ყუალათა. და ეგრევე ხელშეუვალად, როგორცა მათსა ბრძანებულსა სიგელსა შიგან სწერია, ისრე."

საბუთის დათარიღება[edit]

აპრილის თარიღდება ყუარყუარე III ათაბაგის მთავრობის წლებით.

პუბლიკაცია[edit]