1470 წ. - შეწირულების წიგნი შალვა ქვენიფნეველ ერისთავისა ლარგვისის მონასტრისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search


Qd-9020 სიგელის პირველი კეფი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 52


...მე, მინდობილმან ცვა-ფარვათა თქუენთამან და გულისმოდგინედ მსასოებელმან, ქუენიფნეველმან ერისთავმან შალვა, ვიგულისმოდგინე შემდგომად ჩემთა ჩამომავალთა ერისთავთა, და ხელვყავ მათგან სასოებით აღშენებულსა, საუკუნოსა სამკვიდრებელსა, საძუალესა ჩუენსა, მონასტერსა ლარგვისსა, რომელი სულკურთხეულთა პაპათა, მამათა და ჩამომავალთა ჩუენთა აღეშენა და ყოვლითურთ უნაკლულოდ შეემკო ხატითა, წიგნითა, ხატვითა და ყოვლითა მოწყობილობითა.

და შემდგომად მათისა მეუწყა საღმრთოითა განგებულებითა და ვიწყე შენებად. პირველად დავახატვინე კამარათა უკანითი წმიდისა თეოდორესი თავი ეკლესიაი და აღვმართე ჯუარი საკურთხეველისა კართა, სავსე ნაწილიანითა ხატებითა; დავაწერინე ახალი საულ-დავით და საწინასწარმეტყუელოი ერთ წიგნად, ერთი დიდი თეფში ვერცხლისაი, და ვაკაზმინე წიგნები მეტაფრასი, დავდევ შესამოსელი მოწყობილი, აღვაშენე ეკლესიაი ნათლისმცემლისაი, დავახატვინე და შევამკვე ხატითა და შესამოსლითა სრულიად უკლებად, შემოვავლენ ზღუდენი და აღვაშენენ ტრაპეზნი, და მოვაწყვენ ზედა ჩარდახნი და შევხურენ სიპითა, აღვაშენენ მარანნი, ჩარდახთა წინათა და მოვაწყვენ ჭურებითა, მოვჭედენ კარნი კოშკისანი და ზღუდისანი, აღვაშენე ზღუდისა კართა ზედა სამრეკლოი, დავხურე სიპითა და დავასუენე ზედა ჯუარი სპილენძისაი, დავდგენ ბეღელნი და ჩავდგი მათ ქუეშე ჭური, ბიყრით მივიტანე.

და სხუაი, რაიცა ეკლესიისა შემკობილობაი უნდოდა, შევამკკვე მონასტერი ესე ჩუენი საძუალე და საუკუნოი სამკვიდრებელი, სულისა ჩუენისა მეოხი და ნუგეშინისმცემელი, პირველითგან სულკურთხეულისა ისტვინიანესაგან ბერძენთა მეფისა და თვითმპყრობელისა აღშენებული და ჩუენთა ჩამომავალთა ერისთავთა და ნათესავთათვის საძუალედ ბოძებული, და წინაის ჩუენსა ყოველთა ჩუენთა ჩამომავალთაგან სურვილით პატივცემული და შემკობილი.

აწ კუალად მაღირსა ღმერთმან და ყოვლითურთ უნაკლულოდ აღვაშენე და შევამკევ ქორონიკონსა მეთოთხმეტედ მოქცეულსა რნჱ, სრულვყავთ მეფობასა ღმრთივ-გვირგვინოსნისა მეფეთ მეფისა ბაგრატისსა, სამლოცველოდ სულისა ჩუენისა, წარსამართებლად ერისთვობისა ჩუენისა და ძისა ჩუენისა.

აღვაშენენ სოფელნი მეჯუდისხევს: სოფელი ახალუბანი ასეთსა ადგილსა, რომე ადამისითგან იქი კაცი არ სახლებულიყო. შემოვუკრიბენ მამულნი და ვუჩინე მზღუარი ყოვლისა კაცისაგან უსარჩლელი, აღვაშენე ზუარი და გავუჩინენ სავენახენი; აღვაშენე სოფელი ივრეთი, რომელ მურვანის ჟამსა უკანით კაცი არ სახლებულიყო; აგრეთვე ქსანზედა სოფელი ჰერედაი ოხერი აღვაშენე და ზუარი: ქურთაი და სხუაი, ვინცა ლარგვისა მონასტრისათვის შეწირულ იყო ჩუენთა პაპათა და ჩამომავალთაგან, ეგრეთვე უცვალებელად იყოს. და ამას გარეთ, ესე ჩემგან მონაღუაწებნი და უკაცურნი სოფელნი, სამნი აგარაკნი აღმიშენებიან მეფეთა, ერისთავთა, ქართლისა ერისთავთა და ყოველთა ბატონთა და ხელისუფალთაგან შეუვალი და თავისუფალი და მოუსარჩლელ-მოუდევარი...

ესე ასრე გავაჩინეთ, შევსწირეთ და დავამტკიცეთ კითხულობითა და ბრძანებითა ღმრთივ-გვირგვინოსნისა მეფეთა მეფისა ბაგრატისითა, სამლოცველოდ, სააღაპოდ და სახსენებლად სულისა ჩემისა...

ესეთნი სოფელნი მომიხსენებიან და მიმინიჭებიან მონასტრისა ჩუენისათვის და მიჩენია წინამძღუარი ჟურულისშვილი გიორგი და შვილნი მისნი და გამირიგებია და ჩუენისა მამულისათვის ერთი გლეხი არ დამიკლია, ყუელაი კაცები სხუაგნით მომისხამს და ოხერნი სოფელნი ამით აღმიშენებიან.

და ამით ჩემი და ჩემთა გუართა საფლავი, ღმრთივ-გვირგვინოსნისა ბერძენთა მეფისა ისტვინიანესაგან საღმრთოთა გამოცხადებითა აღშენებული ეკლესიაი და ჩუენთა პაპათათვის საძუალედ ბოძებული აღმიშენებია, შემიმკვია და გამიდიდებია...

საბუთის დათარიღება[edit]

აპრილის იგ, ქორონიკონი სდ, ანუ 1516 წლის 13 აპრილი.

პუბლიკაცია[edit]