1464 წ. XII.13. - წყალობის წიგნი მარკოზ კათალიკოსისა მამისასადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: 1448-5024, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 236.

პირები:

შინაარსი:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ჩუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ ქართლისა კათალიკოზმან მარკოზ, ესე უკუნისამდე გასათავებელი წიგნი მოგეცით თქუენ, ბერინასშვილსა მეჯინიბეთ უხუცესსა მამისასა და ედილასშვილსა მისრის და შენსა შვილსა ზაქარიას, შვილთა და შვილისშვილთა, მომავალთა გუარისა შენისათა, ყოველთავე. ვინათგან შენი სიმამრი მახარებელი სოფლისა ვითარებისაგან უმკუიდრო და უნათესაო იქმნა და მისსავე სიცოცხლეშიგა გიშვილნა მისა მამულზედა, რაგუარაცა მეფეთა და კათალიკოზთაგან მისთუის დამტკიცებული იყო, აგრე თქუენ დაგიგდო. და ჩუენცა შეგიწყალეთ და ამა სიგლითა კიდევე დაგიმტკიცეთ ფოსუი და ოროტა მისითა შესავლითა, და კუტალას აბნაშვილნი ორნივე განაყოფნი, და ჯუარის ბოლოსა - ვენახი.

და გიბედნიეროს ღმერთმან შენ, მისრის და შენსა შვილსა ზაქარიას და თქუენთა მომავალთა ყოველთავე, ფოსუი და ოროტა მისითა შესავლითა, და კუტალას აბნაშვილნი ორნივე განაყოფნი მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა, საბამბითა, სათიბითა, სახნავითა და ყოვლითავე მისითა მიმდგომითა საყდრისა და ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შინა...

ამისნი მოწამენი არიან სრულნი მცხეთისშვილნი.

დაიწერა სიგელი და ბრძანება ესე ქორონიკონსა რნბ, დეკემბერსა იგ.


[დამტკიცება]:

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს უზის თარიღი: ქორონიკონი რნბ (152) - 1464 წ. 13 დეკემბერი.

საბუთის პუბლიკაციები[edit]