1454 წ. - წყალობის სიგელი გიორგი მეფისა გამრეკელ ჯავახიშვილისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
სიგელი Qd-9221




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: Qd-9221.

პირები:

  1. H-2830 - № 136 - XIX საუკუნეში გადაწერილი სიგელ-გუჯრების კრებული.
  2. 1449-731 - გადაწერილია XIX საუკუნეში.

საბუთის შინაარსი[edit]

... თქუენი მკუიდრი მამული იყო და სამართლად თქუენვე უკეთ გმართებდათ და, რაგუარაცა ჩუენგან თქუენთუის სამკუიდროდ ბოძებულსა ჰმართებს,ასრე ვინმცა იკადრა ამისი სლა და მოსარჩლა, და თუ ვინ გამოჩნდეს და გისარჩლოს, მისი პირისა და პასუხის გამცემნი ჩუენ ვართ.

და გქონდეს თქუენ, ჩუენსა დიდად ერთგულსა და თავდადებით მრავალფერად ნამსახურსა, ჩუენსა მორჭუმისა და ამოდ ყოფისათუის დღე და ღამე მეცადე-მომჭირნესა, გორისა მოურავსა ჯავახისშუილსა გამრეკელსა და შუილთა თქუენთა: ზაქარიას, კახას და ზაზას, შვილისშვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე, ცხირეთის გუერდი სრულად მისითა ციხითა და სიმაგრითა, ზემო ცხირეთი, ქუემო ცხირეთი, ხანდაკი, ოძისი, ახალშენი და ზემო და ქუემო არდისი მათითა ეკლესიითა, სასაფლაოთა, სასახლითა, ჭურ-მარნითა, გლეხებითა, ველითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა, ბარითა, შესავალ-გამოსავლითა და მისითა სამართლიანითა ყუელათა მკუიდრად, შეძუელებით და საბოლოოდ...

დაიწერა წყალობისა სიგელი ჩუენი ესე ინდიკდიონსა მეფობისა ჩუენისასა მერვესა, ქორონიკონსა რმბ, ხელითა კარისა ჩუენისა მდივანმწიგნობრისა და ყოვლისა ადამის მონათესავეთა კაცთაგან უნარჩვევისა თუმანისშვილისათა ზაქარიასითა.

ხელრთვა:

ქ. მეფეთ-მეფე გიორგი ვამტკიცებ ნებითა ღმრთისათა.

საბუთის დათარიღება და პესონალია[edit]

საბუთს უზის ორმაგი თარიღი: ქორონიკონი რმბ (142) - 1454 წ. და გიორგი მეფის მერვე ინდიკტიონი.
საბუთის პირებში და შესაბამისად ე. თაყაიშვილის გამოცემაში საბუთის მიმღებია გაბრიელ ჯავახიშვილი, კორპუსში მოცემულია სწორი სახელი - გამრეკელი.

საბუთის პუბლიკაციები[edit]