1439 წ. - სიგელი ალექსანდრე მეფისა სვეტიცხოვლისადმი ლომაშვილების შეწირვის თაობაზე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 036.

პირები:

შინაარსი:

საბუთის შინაარსი[edit]

...დავითიან-ბაგრატიონიანისა, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შანშე და შარვანშე და ყოვლისა აღმოსავლეთისა დასავლეთამდის ფლობით მპყრობელმან, ყოველთა მეფეთა-მეფემან ალექსანდრე, თანამეცხედრემან ჩუენმან, დედოფალთა-დედოფალმან თამარ, და ძეთა ჩუენთა: მეფემან ვახტანგ, დიმიტრი და გიორგი.

ესე სანიშნოდ მოხსენებული მტკიცე სიგელი მოგახსენეთ თქუენ, ცათა მობაძავისა კათოლიკე საყდარსა მცხეთასა, თქუენსა საჭეთმპყრობელსა, მღრდელთმთავართ-მთავარსა კათალიკოზსა დავითს და ყოველთა მცხეთისშვილთა.

ვიგულისმოდგინეთ ცოტა რაითამე ამით შემატება დიდებისა თქუენისა და მოგახსენეთ ატენს წინუბანს ლომაშვილნი მისითა მამულითა, ეკლესიითა, სასაფლაოთა, სასახლითა, ველითა, ვენახითა, ჭურ-მარნითა, მთითა, ბარითა, წყალითა, წისქუილითა, სახნავითა, სათიბითა, მინდორითა, ნასყიდითა, უსყიდლითა, ნაწინდითა, საძებრითა და უძებრითა, სახმრითა და უხმრითა, სულიერითა და უსულოთა, მისითა მიმდგომითა და სამართლიანითა სრულად უკლებლად. ყუელათა შეუვალად და თარხნად, თუინიერ მალისა და ლაშქრობისგან მეტი არა ეთხოებოდეს არა ჩუენგან, არა ჩუენთა მოურავთაგან და არა ჩუენის დარბაზის კარით წარვლენილთაგან...

დაიწერა სიგელი და მოხსენებული ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა კვ-სა, ქრონიკონსა რკზ, ხელითა ქადაგისძისა ავგაროზისათა.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს უზის თარიღი: ქორონიკონი რკზ (127) - 1439 წ., ალექსანდრე დიდის მეფობის კვ (26) ინდიქტიონი.

საბუთის პუბლიკაციები[edit]

1897 - თედო ჟორდანია - ქრონიკები - წ. II - გვ.245[edit]

1913 - სარგის კაკაბაძე - ისტორიული საბუთები - წიგნი III - გვ.20-21[edit]

1967 - საურმაგ კაკაბაძე - Грузинские документы Института народов Азии - N 196[edit]

2013 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი II - N 71[edit]