1412 წ. ახლო - დაწერილი ზედგინისძეებისა გიორგი დედაბრიშვილის შვილებისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: Sd-143 ბ.

საბუთის შინაარსი[edit]

ქ. სახელითა ღმრთისაითა, მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა. ესე სიგელი და ნიშანი ამისად ნიშნად გიბოძეთ ჩუენ, ზევდგინიძემან შოთამან, სიაოშ და მირიან და ჩუენთა შვილთა და მომავალთა სახლისა ჩუენისათა თქუენ, დედაბრისშვილსა გიორგის შვილთა: დეკანოს მარკოზს, ნაცვალსა, გრიგოლს და შენთა ძმათა ასრე და ამა პირსა ზედა, რაცა ჩუენგან მოცემული სიგელები და ნიშნები გაქუს, ჩუენცა ისრევე დაგიმტკიცეთ და არაოდეს მოგიშალოთ. ასრე, ბზობასა დღესა რანიცა მწირველნი იყოთ, მამისა ჩუენისა სულისათუის, გოსტამისთუის, ჟამსა სწირევდით; აგრევე, თუ შიო და მისი შვილი მოვიდეს, ჟამსა ისიცა უწირევდეს, თუ არა მოვიდეს, არა სამიზეზოდ დაგიდვათ. თუ ვინმე თქუენი თავი შემოგვაბეზღოს, გაუკითხავად არა გაგიწყრეთ, სიმართლე აგართვათ.

საბუთის პუბლიკაციები[edit]

2013 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი II - N 32[edit]