(გული სწუხს...)

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

გული სწუხს და სწუხს... გარეთ წვიმს და წვიმს
ცას ტყვიისფერი ღრუბელი მოსავს.
ტყე განიძარცვა და მის კალთებზე
ფრთხილი გველივით ნისლი მიცოცავს.
სწუხს არე-მარე, კვნესის მიდამო,
ხმა ჩაწყვეტილად ზუზუნებს ქარი...
და მის ქვითინში მე ჩემის ყრმობის
აუáÃენელი მესმის ზღაპარი.
გაäØრა ზაფხული... წავიდა ის დღე,
როს მეორე დღეს შეებით ვხვდებოდი,
მე ყვავილები მესიზმრებოდა,
და მე ყვავილებს ვესიზმრებოდი.
Äáლა კი ბნელი შემოდგომის დღე
Åერ გაანახლებს მზის ელვა-ციმციმს,
დასჭკნა ყვავილთა ნარნარი გროვა..
გული სწუხს და სწუხს, გარეთ წვიმს და წვიმს.