ჰეი, ტკბილო ხმებო

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ჰეი, ტკბილო ხმებო
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1908 წ.


ჰეი, ტკბილო ხმებო,
თქვე ჩემო მტრებო!
ცაში მიგყევართ,
ღვთიურ ხმას ჰგევხართ.
თავს თქვენ მავიწყებთ,
მიტომ მამიწებთ;
სრულად მოგანდეთ
მე ჩემი თავი
და აღარ ვფიქრობ
შამემთხვას ავი,
ან მოვკვდე სადმე
ოხერ-ტიალად:
ქმნილი ვარ მისი
ტანჯვის ფიალად.
ეჰ, ხმებო, ხმებო,
დებო და ძმებო,
მომაპყართ სმენა!
თქვენა მკლავთ, თქვენა!
თქვენ შამაყვარეთ
მშობელი ენა,
ტანჯვით ცხოვრება
და აღმაფრენა.